ავტორი:
იოვანე ბოლნელი
თემა:
მარხვა
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან
"და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი მრავალფერითა წამლითა, აჩუენიან მწუხარებაი პირისა მათისაი კაცთა. მართლიად გეტყვ თქუენ: იგი არს სასყიდელი მათი. ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი და განიშორე მწუხარებაი და განიფრთხე და შეიმოსე სიხარული და უჩუენე სიწმიდე გულისა შენისაი მამასა შენსა, რომელ არს ცათა შინა და ხედავს დაფარულთა გულისათა, და მან მოგაგოს შენ ყოველი ცხადად".
"და ქუეყანასა ზედა რაისა იუნჯებთ, სადა-იგი მღილმან და მჭამელმან განრყუნის და მპარავთაცა განიპარიან იგი? არამედ ზეცად იხედევდითდა ცათა შინა იუნჯებდით და ზეცისასა ზრახევდით, სადა იგი არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის და მპარავიცა მუნ ვერ მიეხოს. და უკუეთუ იყვნენ საფასენი თქუენნი ცათა შინა, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი".
"სანთელი გუამისაი არს თუალი"; თუმცა არს თუალი შენი ბოროტ, ნუ იხედავ ამაოდ, არამედ მოაქციენ თუალნი შენნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი და ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. "უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს". რაი-მე სარგებელ არს შენდა ბრწყინვალებაი იგი მზისაი ანუ მთოვარისაი გინა თუ ვარსკულავთაი? არამედ "ეგრე ჰნათობდინ ნათელი იგი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა, რომელ არს ცათა შინა".
"ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად". ნამდვილვე და ჭეშმარიტად ვერვინ ჰმონოს ორთა უფალთა, "ნუ-უკუე ერთი იგი შეურაცხყოს და ერთი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის ისმინოს და ერთი იგი მოიძულოს. ვერვის ხელ-ეწიფების მონებად ღმრთისაი და მამონაისაი".
ამისათვისცა გუასწავებდა და გუეტყოდა: "ნუ ჰზრუნავთ თავთა თქუენთათვის, ნუცა ეძიებთ ხორციელებრსა რასმა სახესა, რაი ვჭამოთ და რაი ვსუათ, ანუ ხორცთა თქუენთათვის - რაი შევიმოსოთ". იტყვს ამისთვის წმიდაი მოციქული: "უკუეთუ ვჭამოთ, არაი გვემატოს და უკუეთუ არა ვჭამოთ, არაი დაგვაკლდეს", რამეთუ "სული უფროის არს საზრდელისა და ხორცნი უფროის არიიან სამოსლისა". რაისათვის არა მიხედენით მფრინველთა მათ ცისათა? და არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუჯესა მათსა, და მამაი იგი ზეცათაი ზრდის მათ. ხოლო ჩუენ უმჯობეს ვართ, საყუარელნო, რომელთათვისცა იგი დასთხია უბიწოი იგი სისხლი თვისი ჯვარსა ზედა. ოდესღა ესევითარი მზრუნავი და მზრდელი გვივის ჩუენ ცათა შინა, თქუენ რაისაღა ჰზრუნავთ, რამეთუ მან თავადმან თქუა: "ვინ-მე უკუე იყოს თქუენგანი კაცი, რომელი ზრუნვიდე და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ ოდენ?" არამედ "მიუტევოთ უფალსა გულის-სიტყუაი ჩუენი და მან გამოუგუზარდნეს ჩუენ".
|