თემა: მარხვა

ისიც გახსოვდეთ, ძმანო, რომ მარხულობისას განსაცდელი და ბოროტის ბრძოლა მეტი გვექნება. ბოროტ ძალას არ

ისიც გახსოვდეთ, ძმანო, რომ მარხულობისას განსაცდელი და ბოროტის ბრძოლა მეტი გვექნება. ბოროტ ძალას არ ახარებს ადამიანის სიკეთისკენ მიქცევა და გაკეთილშობილება. ის ყოველ ღონეს იხმარს, რომ მმარხველი დააბრკოლოს, მაგრამ არ უნდა დანებდეთ; რაც უფრო მეტი გვექნება ბრძოლა, მით მეტი მუხლის დრეკა და ცრემლი გვმართებს. ნუ შეშინდებით, ძმანო, გახსოვდეთ, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან მარადის არის და იქნება უფალი ღმერთი, რომელიც გვაძლიერებს და განგვამტკიცებს
 
თემატური კითხვები
0