თემა: მარხვა

ღვთის შეწევნით მშვიდობით მივატანეთ დიდი მარხვის დასაწყისს. ხვალიდან დაიწყება ჩვენი განწმენდის

ღვთის შეწევნით მშვიდობით მივატანეთ დიდი მარხვის დასაწყისს. ხვალიდან დაიწყება ჩვენი განწმენდის დღეები. ვინ იცის რამდენი რამ შევცოდეთ, რამდენი რამ უწესო მოვიმოქმედეთ დღემდე, რითაც შევაწუხეთ ისედაც გატანჯული სული ჩვენი. სხეული ხომ ისეც საპყრობილეა სულისა, ხოლო ცოდვილი და შებღალული სხეული ორმაგი ბორკილია მისთვის. სული ჩვენი ცოდვილ სხეულში იტანჯება და წუხს მარადის. იგი საჭიროებს განთავისუფლებას ცოდვის მონობისაგან, რომ განწმენდილი შეუერთდეს ღმერთს - თავის პირველსაწყისს. სულის განსაწმენდად, სულის გადასარჩენადაა, ძმანო, დაწესებული წმინდა ეკლესიის მიერ დიდ მარხვის დღენი, დღენი სინანულისა, წუხილისა და ცრემლის.
 
თემატური კითხვები
0