ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
მარხვა
წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები ხელს უწყობს ადამიანის სარწმუნოებრივ აღზრდას. ნებისყოფის,
წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები ხელს უწყობს ადამიანის სარწმუნოებრივ აღზრდას. ნებისყოფის, სიმტკიცის და სულიერი ჩვევების გამომუშავებას. მარხვა სინანულის ხელშემწყობია და არა სინანული! ხდება ცხოვრებაში: ადამიანი შესცოდავს და დადგენილი მარხვა კი შორსაა. მას ცოდვა აწუხებს. სინდისი ისე ქენჯნის, რომ საჭმლის დანახვაც აღარ შეუძლია. კი არ ჭამს, არამედ ვერ ჭამს... ასეთი მდგომარეობა უკვე მარხვაა!.. თან სინანულით. სინამდვილეში სინანული იწვევს ნამდვილ მარხვას და არა მარხვა - სინანულს. ასე რომ, თუ ადამიანს ასეთი რამ შეემთხვა, შეუძლია იმარხულოს, როცა ღმერთისაგან რაღაც საქმეში შემწეობას გამოითხოვს. ის ამ დროს მარხვით განამტკიცებს ლოცვებს. შეიძლება მარხვა რაღაც განსაცდელის ჟამსაც. ასევე მოყვასის სასარგებლოდ, რომ შეეხიდოს სულიერი ტანჯვის დროს. მაგრამ წმიდა მოძღვარს უნდა შეუთანხმდეს.
|