ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მარხვა
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის: "ვიმარხავ ორგის შაბათსა შინა"; მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა, და უთხრა: "არა ვარ მტაცებელი და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე" - ამისთვის მისი მარხვა ბიწიან იქმნა, და წარწყმდა. ფარისეველს არავინ დაემსგავსო, მმარხველმან მჭამელი არ განიკითხო, თორემ ფარისეველებრ დაისჯები. დიდს მოძღუარს პავლეს უსმინე: "არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ".
|