თემა: მარხვა

ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება. ცხადად

ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება". ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არს მარხუა მოცემული; თუ მარხუა მოცემული არ იყოს: "წმიდა ჰყავთ მარხვა" ამას არ იტყოდა, მაგრამ მარხვა უფლისაგან არის მოცემული. როგორც ხორცისათვის საზრდელი მოცემული არის, აგრეთვე სულისათვის მარხვა საზრდელად არის მოცემული. ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს განამტკიცებს, და მათდა შესაწევნელად საზრდელი მოსცა ღმერთმან. ოთხი სათნოების კავშირი სულს შეამტკიცებს, ესე იგი სიბრძნე, სიმხნე, სიწმიდე, და სიმართლე. ამათდა შესაწევნელად, მარხუა მოსცა ღმერთმან. როგორც უსაზრდლოდ ხორცი მოკუდება, აგრეთვე თვინიერ მარხვისა სული მოკუდება, ესე იგი, წარსწყმდება, ვითარცა ნაყროვნებით ესევ მოკუდა და წარსწყმდა. მაშ ღმერთს ორივე მოუცემია: საზრდელი - ხორცისათვის, მარხუა - სულისათვის.
 
თემატური კითხვები
3