ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მარხვა
და თუ ვინმე ამას ეძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უ ნდა მოვიღოთ: მკურნალნი
და თუ ვინმე ამას ეძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უ ნდა მოვიღოთ: მკურნალნი სნეულს დაჰხედვენ, ჰსცნობენ, რომ საჭმელთაგან სენი შეუსულა მასში, ამისთვის რომლისამე საჭმლის მარხვას მისცემენ. აგრეთვე ღმერთმან იხილა კაცთა ბუნება, რომ პირველის მამის ადამის უგვანად ჭამისაგან კაცისა შორის ცოდვის სნეულება არის. ამ მიზეზისათვია სამკურნალოდ მარხვა მოგუცა. ჭამამან სნეულ ჰყო ბუნება ჩუენი, სამართალი არის - მარხვამ უნდა განამრთელოს. მარხვა როგორ განამრთელებს ცოდვისაგან დასნეულებულს, ამისი მაგალითი ძველისა წერილიდამ მოვიღოთ: ნინევის ქალაქი ცოდვისაგან ისეთი სნეული შეიქმნა, უნდა დაქცეულიყო; მაგრამ მარხვამ ისე განამრთელა, ერთი არა ვნებია-რა.
|