ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენთაგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელ იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა. მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20. 29).