წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ეკლესია

ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და

ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და სანატრელი ადგილი, რომელმან ჩვენ ყოველნი უნდა შეგვაერთოს სულიერად წინაშე ღვთისა. ყოველზე უმთავრესი და უმჯობესი ქველისმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომელ იგი ერთმანეთს შეაერთებს და შეაყვარებს ძეთა თვისთა. წუთი, ამაო სოფელი კაცს კაცისაგან განაშორებს, ხოლო ეკლესია კაცს კაცთან შეაერთებს. ეკლესიაში ყოველივე ისრე არის მოწყობილი, რომ კაცი კაცთან შეაერთოს და კაცი კაცს შეაყვაროს.
 
თემატური კითხვები
0