image

თემა: საშინელი სამსჯამრო,  სინანული

გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყვით, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე გეშინოდენ, ჰოი უბადრუკო, რაითა არა დაიწერნენ შენ ზედა ყოვლადვე ბოროტნი საქმენი შენნი, არამედ რომელ-ღა იგი დაწერილ არიან. ისწრაფე ახოცაი მათი ხოლო, სახმარ არს შენდა ტირილი ფრიადი, ლოცვაი და სინანული და აღსარებაი ცოდვათა შენთაი და სხვუანი მრავალფერნი სათნოებანი, რაითა ამით ესევითარითა აჰხოცნე შეცოდებანი შენნი და განერე სატანჯველთა მათგან და სირცხვილისა მისგან საუკუნოისა. არად სახმარ არიან მუნ მონაგებთა სიმრავლენი, არამედ საქმენი კეთილნი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები