
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, დააკავე ენა შენი ყოვლისა სიცრუისა და მოტყუებისაგან, აღვირი აუსხი ბოროტთა შენთა გულსთქმათა, ნუ შეუშვებ შენს გულში ბილწთა, უწმინდურთა სურვილთა, დააკავე ხელი შენი ქრთამისაგან, მტაცებლობისაგან, მოარიდე თვალი შენი ყოველსა უწმინდურსა შეხედულობასა, ყურნი შენნი აღარ ისმენდნენ ამაოთა სიტყვათა, მოყვსის განკითხვათა, ჭორთა. ერთი სიტყვით, ეცადე, რომ უცხო იქმნე ყოველთა ბოროტთგან.