არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ამაყი ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს, ვერც ბედნიერებას. იგი კოლფლიქტშია გარემომცველ სამყაროსთან - თავისი

ამაყი ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს, ვერც ბედნიერებას. იგი კოლფლიქტშია გარემომცველ სამყაროსთან - თავისი თავი ჰგონია სამყაროს ცენტრი, და რაკი შეუძლებელია, ეს სხვებსაც დააჯეროს, შინაგანად ნაწყენი და შეურაცხყოფილია. ამაყი პატივს არავის სცემს, რადგან სიამაყე სხვებთან მიმართებით საკუთარი უპირატესობის ცრუ შეგრძნებაცაა. ამაყი მოძალადეა. ძალადობა სხვადასხვა ფორმებსა და მასშტაბებში ვლინდება, ძალზე ხშირად - ოჯახშიც. ჩვენს დროში ოჯახების არამყარობის ერთერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ხშირად სიყვარულის კავშირის ნაცვლად იგი ოჯახის წევრთა შორის ბრძოლის არენად ქცეულა. მის ყოველ წევრს ჰგონია - სწორედ მისი განმგებლობა და ხელმძღვანებლობა გააბედნიერებს ოჯახს
 
თემატური კითხვები
0