ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ცილისწამება
მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა არის მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი“ (ფს. 118.134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ.