ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
სიმშვიდე
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: მშვიდსა ზედა განისვენა
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშვიდსა ზედა განისვენა სულმან ჩემმან".
საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია? რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე (ია, კთ): "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".
ხადავა, ვითარ ნეტარეულ იქმნები, ვინაითგან ღმერთს მიემსგავსები?
უკეთუ სიმშვიდით ღმერთსა მიემსგავსები, რაისათვის არა მოიგებთ ყოველნი სიმშვიდესა?
ქრისტე რაისათვის შეამსგავსებს წინასწარმეტყველთა ცხოვარსა და ტარიგსა? - სიმშვიდისათვის. ვითარცა ცხოვარი უხმობლად დგას წინაშე მრისხველისა, რომელი სძრცვის სამოსელსა მისსა და აღკვეცს მატყლთა, და სიმშვიდით არა განევლტის, ეგრეთვე ქრისტე დგა წინაშე მტანჯველთა მისთასა სიმშვიდით, ოდეს ხსნისათვის ჩვენისა იტანჯებოდა და არარასა მიუგებდა.

|