თემა: სიმშვიდე

მშვიდნო, ღმრთისაგან ნეტარეულნ, მშვიდნო, წინასწარმეტყველთაგან სანატრელნო და მღვდელთმოძღვართა მიერ

მშვიდნო, ღმრთისაგან ნეტარეულნ, მშვიდნო, წინასწარმეტყველთაგან სანატრელნო და მღვდელთმოძღვართა მიერ საქებელნო, თავს იდევით სიმშვიდე და ნუ მოაკლებთ კეთილსა საქმესა მაგას, ნუ მოუძლურდებით, რათა არა გამოსცვივნეთ სასუფეველსა და ნიჭისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან წარუვალისა ვითარცა გლისპთა და მრისხანენი, ვითარცა მტაცებელნი და მძლავრნი, განშორებულნი ღმრთისაგან, არამედ თქვენ უფროის თავს იდევით და მოიგეთ სიმშვიდე ქრისტეს მიმსგავსებული და მოიგეთ ქვეყანა იგი, რომელი გიქადათ ქრისტემან და დაიმკვიდრეთ ყოფნა მისთანა, რათა სამარადისოთ იხარებდეთ მისთანა და იდიდებოდეთ უკუნისამდე, ამინ.
 
თემატური კითხვები
0