რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ

რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ ხორცთა კაცთასა, ეგრეთვე უდიდესად და უმძიმესად ცოდვანი მოსწყლავენ სულსა კაცთასა და დაჰკიდენ უწყალოდ; ვითარცა მკურნალნი და დასტაქარნი წყლულთა მათ წამალთა და ემპლასტროთა და სალბუნთა მიერ უმსწრაფლესად და უადვილეაად განჰკურნებს, სულსა შეცოდებულსა - გლოვანი, ტირილნი და სინანული მწუხარენი. და ვითარცა გვიან რა მოუნახონ მოყვანებად სნეულსა მკურნალი და მოწყლულსა მას - დასტაქარი, და გარდაექცეს სასიკვდინედ და მიახდეს სიკვდილი და არღარა ერგოს მის მიერ და უხმარ იქმნეს მოსვლა მკურნალისა და ცუდ წამალნი მისნი მისთვის, ეგრეთვე უჟამოთა და უდროოთა ჟამთა ურგებელ და ცუდ არს სულისათვის ცოდვათა სინანული. არამედ ჟამსა მარჯვესა და წესიერსა ხამს, რათა ყოს სინანული და გლოვა.
 
თემატური კითხვები
6