ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ღმერთზე მინდობა
როცა ბოროტება სულს გიშფოთებს და სასოს გართმევს, გაიხსენე, რა უსაზღვროდ უყვარხარ ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერ ღმერთს, რომელიც დრომდე ითმენს ბოროტებას და როცა ჟამი დგება, საკადრისად სჯის მას. შენ შენი თავისთვის, შენი გვამის ერთი ასოსთვის - ენისათვის ვერ მოგივლია, ჰოდა, განსაჯე, ვინ უნდა იყოს ის, ვინც მთელ მსოფლიოს მართავს, ვინც მას ამ საოცარ წესრიგში ამყოფებს, განაგებს ადამის მთელ მოდგმას, ბოროტსა და დაცემულს, მიუხედავად ამისა, მაინც კეთილდღეობის ხელმწიფებას უმკვიდრებს და აძლევს მათ. ო, რა ყოვლადბრძენი და ძლიერია იგი ამ მრავალფეროვანი სიმრავლის მართვისას!
ჰოდა, მიენდე, მიენდე მას.
ჰოდა, მიენდე, მიენდე მას.