ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: განსაცდელები
ვისაც არ სწამს ღვთისა, მძიმე განსაცდელის ჟამს სულმოკლეობას ეძლევა, იგი უარყოფს ღმერთის ყოვლისშემძლეობას, მას ღმერთი მძინარე ჰგონია და არ სწამს, რომ იგი ყოვლადძლიერია, კეთილია და სახიერი. ასე სწამებს კაცი ცილს ღვთის ჭეშმარიტებებს, რითაც დიდად ცოდავს და განსაკუთრებით მას არ ეპატიება ეს, ვისაც ხშირად ეძლევა ხოლმე საოცარი შემწეობა მაცხოვრისა. ვაი, მე, ცოდვილს!