წმ. ალექსი ბერი

სიწმინდესაც აქვს განყოფილება და საჭირო არის წარმოჩინება თითოეულად: პირველი - სრულიად უბიწოებით და

სიწმინდესაც აქვს განყოფილება და საჭირო არის წარმოჩინება თითოეულად: პირველი - სრულიად უბიწოებით და შეუგინებლობით ქალწულად დადგრომა ვიდრე სულის აღმოფშვენამდე.

    მეორე - შეუგინებლად ქორწინება და ქორწინებულისა გარდა არავისთან შეცოდება, ესეცა წმიდაობა არს, ვითარცა წერილ არს: "ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელი".

    მესამე - მეძავობისგან დაცხრომა და სრულიად მოსპობა შეადგენს სინანულითა სიწმიდეს.

    მეოტხე - ქვრივნიცა თავის დამცველნი გაუთხოვრად წმიდად ითქმება და თუ მონაზონება შესძინა, ტაძრად სიწმიდისა ქმნულ არს. ხოლო ამათ შორის ერთი ქმრის ყოფილი განირჩევის და უსანატრელეს არს - უკეთუ ეგო სიწმიდით აღსასრულამდე ლოცვით, მარხვით და ძალისაებრ მოღვაწეობით.

 
0