წმ. იოანე კრონშტადტელი - სხვა თემა
წმ. იოანე კრონშტადტელი
გვამის არაბუნებრივი ბატონობა სხეულზე, სხვათაშორის, იმაშიც გამოიხატება, რომ სული თითქოს ჩამარხულივითაა სხეულში, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა საქმე ღვთისმსახურებაზე მიდგება ხოლმე, როცა ადამიანი მხოლოდ ბაგეებით, მოჩვენებითად მიეახლება ღმერთს და არა გულითა და სულით, ანუ მართლა არ იხრის ქედს მის წინაშე და რაა დასამალი, ხშირად ისე ვირჯებით, თითქოს სული არც კი გაგვაჩნდეს. გახრწნის უმაღლეს ხარისხს ადამიანი მაშინ აღწევს, როცა მისგან რჩება მხოლოდ და მხოლოდ გვამი "და თქუა ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ, რამეთუ ხორციელ არიან იგინი" (დაბ.6,3). ახლა იმ კაცს დაინახავთ, თუ როგორ ცდილობს ხორცი, დათრგუნოს, გადასძლიოს, პირველობა წაართვას სულს. წმინდანებში სული ძლევს ხორცს და ეს იქიდან ჩანს, რომ ისინი სულით ცხოვრობენ, ამქვეყნად ყველაფერში სულს ხედავენ, ყველგან სული წმინდის ანაბეჭდს ჭვრეტენ. მშვინვიერ ადამიანში კი გვამი თრგუნავს სულს, რადგან იგი მხოლოდ ერთს, ანუ რაც მის გრძნობებს ესახება, იმას ხედავს, რომ იტყვიან, საკუთარ ცხვირს იქით ვერაფერს ამჩნევს. მშვინვიერი ხორციელი თვალით უყურებს ამ სოფელს, თითქმის უგუნური პირუტყვის დონეზე აღიქვამს მას, არ აკვირვებს შემოქმედის სიბრძნე, მისი ძალა, სიკეთე. კითხულობს სულიერ წიგნებს, მხოლოდ ასოებს ხედავს, ლოცულობს და მექანიკურად გადაურბენს ლოცვას გონებით, ვერ წვდება მისი სული იმ აზრს, თუ რას ნიშნავს: ჭეშმარიტად, სულით მოიდრიკო ქედი ღვთის წინაშე. საერო განათლების საქმეშიც იგივეა, აბა, თუ სადმე ნახოთ, რომელიმე დაწესებულებაში მაინც, რომ ქრისტიანობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ლოცვას, ღვთის ჭვრეტას სწავლობდნენ? ხორციელი განსჯა, საერო სული იბატონებს ამქვეყნად სოფლის განკითვამდე.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები