
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: რწმენა
ეჭვის, ურწმუნოების, გმობის აზრების მოსვლისას ვინ იტანჯება, ის საგანი რაშიაც დაეჭვდნენ, ვისაც გმობენ, ვისიც არ ჯერათ, თუ ის ვისაც არ ჯერა, გმობს და დაეჭვებულია? რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი და მას ეშინია და შიშის, "სადაც არ იყო შიში" (ფს.13,5.) მას საკუთარი ეჭვი, ურწმუნოება, გმობა აწვალებს, ხოლო საგანი მისი აგონიისა, მტკიცე, შეუძვრელი, აშკარად ჯაბნის, აიძულებს კიდეც, რომ შეიცვალოს აზრები (დაეჭვებულმა) საკუთარივე სიმშვიდისა გამო და მანამდე არ აძლევს საშველს, სანამ კაცი არ შეინანებს უწინდელ მტყუარ აზრებს (ამ საგანთან დაკავშირებით), სანამ არ შეიძენს მათ ნაცვლად კეთილს, ჭეშმარიტს. ამიტომაა უაზრობა მერყეობა, შფოთი და მით უმეტეს სულმოკლეობა, სასოწარკვეთა სულისა, როცა ლოცვისას ეჭვის, ურწმუნოების, გმობის ან მათი მსგავსი ფიქრი მოდის. ეშმაკის ხრიკები გახლავთ ეს ყველაფერი.