image

თემა: სახარების განმარტება

389. წერილში ნათქვამია: "გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე"(ფსალ.25,2), და კიდევ: "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვეთ პირად-პირადსა"(იაკ.1,2); ხოლო სხვა ადგილას: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა"(მთ.6,13), უფალო; და კიდევ: "ილოცევდით, რაითა არა შეხვდეთ განსაცდელსა"(მთ.26,41). ისე ჩანს, თითქოს ეს ადგილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და ამიტომაც გთხოვ, ამიხსენი რა განსხვავებაა განსაცდელებს შორის.
სიტყვები: "გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე", მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია თქვას, რომელიც იღწვის და ითხოვს, რომ ღვთისაგან დაშვებულმა განსაცდელმა საკუთარი თავის გამოცდის საშუალება მისცეს-შეინარჩუნებს თუ არა მოთმინებას განსაცდელში. მოთმინებას კი, როგორც ითქვა, ადამიანი გამოცდილებამდე და სხვა სიკეთეებამდე მიჰყავს; მათგან უეჭველად გამომდინარეობს სულიერი მხიარულება და წინსვლა; რამეთუ მოღვაწე ადამიანის ნება ასეთ განსაცდელს უფრო ეწინააღმდეგება, ვიდრე ეგუება, და ის ყოველმხრივ საკუთარ თავს აიძულებს შრომისათვის, რომ განსაცდელმა არ დაამარცხოს. ხოლო როდესაც ვამბობთ: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა", ეს ნიშნავს: ნუ დაუშვებ რომ ჩვენმა ნებამ და სურვილმა გამოგვცადოს: რამეთუ ასეთი განსაცდელი სიკვდილის საფრთხით გვემუქრება, და სწორედ ამის თაობაზე ამბობს მაცხოვარი: "ილოცევდით, რაითა არა შეხვდეთ განსაცდელსა". ამიტომ ლოცულობს მართალი ადამიანი ორგვარი მნიშვნელობით, ითხოვს რა ღვთისაგან არა მარტო განსაცდელის დაშვებას გამოსაცდელად, არამედ მისგან თავის დაღწევასაც, რათა საკუთარი ნებით და სურვილებით ცდუნებულმა სული არ წარიწყმიდოს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები