image

თემა: ადამიანი,  ეშმაკი

ღმერთმან, რომლისაი დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ხელითა თვისითა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაი დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყვიან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ იყოფინ ესე ღმრთისა! რამეთუ ესრე თქუა ღმერთმან დაბადებასა შინა, ვითარმედ: ყოველი რომელი დაჰბადა ღმერთმან - კეთილად ფრიად (შესაქ. 1,31). და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: ეშმაკი ვითარ ბოროტ არს, გრქუათ შენ, ვითარმედ ღმერთმან ესეცა კეთილადვე დაჰბადა და ამპარტავანებითა თვისითა იქმნა იგი ბოროტ, რაჟამს-იგი განლაღნა დამბადებელსა თვისსა ზედა. იყო იგი ვითარცა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზნი და ნეფსით თვისით იქმნა იგი ბოროტ ეშმაკ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები