ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ადამიანი, ეშმაკი
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაი ამპარტავანებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მხეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუხდის მას მოკლვად და იგი ძლეულ იქმნის და შეჭმულ მის მიერ. ნუუკუე სისხლი მისი არა ხელთა მისთაგან იძიოსა ღმერთმან? ჰე ჭეშმარიტად, რამეთუ იძიოს. ნუ ემსგავსებით მათ, ძმანო ჩემნო, და ნუ აღჰზუავნებით სილაღით, რამეთუ სილაღე და ამპარტავანებაი ეშმაკისაგან არს და არა ღმრთისაგან.