ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ავადმყოფობა, განსაცდელები
უკუეთუ შეიპყრას კაცი მხეცმან უმეცრებით, გინა წარიღოს ღუარმან თვინიერად ცნობისა მისისა, მშვიდობაი აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თვისი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ! ესე საქმე ეშმაკისაგან არს და მან შემძლებელ ყო იგი, ვინაითგან კაცმან მან იუფლა იგი თავსა თვისსა ზედა. და არნ ოდესმე,
განსაცდელსა და ვნებასა ხორცთასა და სენსა ბოროტსა შევარდის კაცი ღმრთისა მიერ გამოსაცდელად უმჯობესისა მისისათვის და სწავლისა. ხოლო რომელნი მორჩილ ექმნენ ეშმაკსა და ქმნენ ბოროტი, ღმერთმან მიაგოს მათ მისაგებელი საშჯელი იგი ჯოჯოხეთისაი. და ნეტარ არიან, რომელნი უძლურ იქმნენ ხორცითა და სულგრძელებით დაუთმონ სენსა მას მადლობითა ღმრთისაითა, რამეთუ მის მიერ ყოველნი შეცოდებანი მისნი მიეტევნენ უფლისა მიერ მისისა