არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: სიამაყე

ამაყი ცოდვებითაა ავსილი, მაგრამ თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის

ამაყი ცოდვებითაა ავსილი, მაგრამ თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის ჩახშობა შეუძლია. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი, არც თუ იშვიათად ამ ერთით კმაყოფილდება და ამიტომ ერთი ზერელე შეხედვით შესაძლოა წესიერი და ზნეობრივიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მოჩვენებითი წესიერება თავის თავში შეყვარებულობაზე, საკუთარი ძალებისადმი რწმენაზე, საშინელ სულიერ სიბრმავეზეა დამყარებული. ამაყისთვის მისი საკუთარი სული დაკეტილია. ამაყის სურვილები, როგორც წესი, არ სრულდება, რადგან ისინი ცრუ წინაპირობიდან მომდინარეობენ, სახელდობრ: ხალხი ისეთი უნდა იყოს მის მიმართ, როგორიც თვითონაა თავის მიმართ. ამიტომ სურვილსა და რეალობას შორის გამუდმებული წინააღმდეგობაა, ამიტომ ამაყს ნერვები მუდამ სიმებივით აქვს დაჭიმული; ძილიც კი მძიმე და მოუსვენარი აქვს.
 
თემატური კითხვები
0