ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ცოდვა
ზღვანიცა შეიცლიან ბუნებასა და თვისსა და დაუტევებენ ზამთართა, მქსინვარება ქართა და ქოთებათა და
ზღვანიცა შეიცლიან ბუნებასა და თვისსა და დაუტევებენ ზამთართა, მქსინვარება ქართა და ქოთებათა და ღელვათა თვისთა და ნიავკეთილითა ავლენენ ნავთა და ხომალდთა.
ჰბაძევდ შენცა და დაუტევე ცოდვისა ქარნი, რომლითა იგვემებიან საცნობელნი შენნი, და აღავლინე გონებასა შენსა ზღვასა საღმრთოთა წერილთა სწავლათა ნავნი წინამძღვართა შენთა.
მდინარენიცა განხეთქენ ხორგთა და განაბნევენ თოვლთა და მისცემენ გზათა მედაბურთა და განისვენებენ მესათხევლეთა და ანადირებნ თევზთა. შენცა განხეთქე შეშინებული გულისხმა შენი და მიეც მეთევზურთა ქრისტესთა მოციქულთა გზა შენი, რათა ქადაგებანი მათნი შევიდენ გულად შენდა და ნადირობითა განისვენონ შენთა თანა.

|