ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ცოდვა
მამა ზაციური მოგელის, ცოდვილო, სინანულად ძე, ზვარაკად წოდებული, განმზადებულ არს შენთვის დაკლვად,
მამა ზაციური მოგელის, ცოდვილო, სინანულად ძე, ზვარაკად წოდებული, განმზადებულ არს შენთვის დაკლვად, სული წმიდა მზა არს შემოსად სამოსლისაებრ, განცხრომა და სიხარული ანგელოზთა განწესებულ არს ცოდვათა მოქცევისათვის, დავით წინასწარმეტყველი გნატრისთ წინასწარ.
მოვედით, ცოდვილნო, მოისწრაფეთ უფლისა მიმართ, დაუტევენით ძველნი იგი ნაქმარნი თქვენნი! საქმით ხოლო ნურღარა იქმთ, არამედ ხსენებით მარადის გახსოვდესთ ბოროტის მოქმედება თქვენი და სულთქმით იტყოდეთ წინაშე უფლისა:
- ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ ძედ შენდა წოდებად, - და ნურღარა მიიქცევით ცოდვისა მიმართ და დაიმკვიდროთ სასუფეველი ცათა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

|