თემა: ცოდვა

ცოდვა, - ეს საწამლავია, რომელიც გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანის ორგანზმზე, ან ნელა, ან

ცოდვა, - ეს საწამლავია, რომელიც გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანის ორგანზმზე, ან ნელა, ან საკვირველი სისწრაფით, მაგრამ ყოველთვის გამანადგურებლად. ამაზე მეტყველებს ღვთის სიტყვა და სამარადღეო გამოცდილება თითოეული ადამიანისა.
    სიტყვა ღვთისა ამბობს, რომ "მრავალი გვემა არიან ცოდვილთათვის (ფს. 31, 10), "არ არის მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა (ფს. 37, 3) და ა.შ. ამასობაში კი რა სახით არ წარმოუდგება ხანდახან ცოდვა ადამიანს; როგორ სიხარულსა და სიამოვნებას არ აღუთქვამს მას?! "ცად ავალ და ტახტს დავდგამ ციურ ვარსკვლავების ზემოთ, ზენა არსს ვემსგავსები", - ოცნებობდა ეშმაკი. მაგრამ აი, მისი ოცნების ბოლო: "აწ ჯოჯოხეთში ჩახვალ, დედამიწის უფსკრულში მოექცევი", იქნებით ვით ღმერთები", უჩურჩულებს ეშმაკი ადამიანს, და იგიც გაამაყებული ღმერთად ქცევის გრძნობით, მიუდგება და ემსგავსება უგუნურ პირუტყვს. "მე მაშინ დავმშვიდდები მხოლოდ, როდესაც ჩემს ძმას არ დავინახავ", ფიქრობს კაენი, და მოკლავს ძმას; იქიდან მოკიდებული ერთი წუთითაც არ მოუსვენია მას ყველა ადამიანის ეშინია, და ეშნია მისივე ლანდისაც. "ჩემს ბეღლებს დავანგრევ და უფრო უდიდეს ავაგებ, და ვეტყვი სულს: ჭამე, სვი და იმხიარულე, ამბობს მდიდარი; და იგი კიდეც ჭამს და სვამს, მაგრამ თავის კმაყოფილი მაინც არ არის; ბედნიერებაზე კი, რასაკვირველია, ლაპარაკიც ზედმეტია. ამბობენ, რომ ფული ღმერთია, რომელსაც ყველა ემსახურება; ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. ყველაფრისა? მაგრამ სულიერ სიმშვიდეს ვერ იყიდი, ბედნიერებას ვერ მოიპოვებ.
    საყოველთაო გამოცდილება ადასტურებს, რომ ადამიანის ცოდვები თვით მას აუბედურებს. ავხორცი ადამიანი, რასაკვირველია, ავხორცობაში ხედავს სიამოვნების მწვერვალს, სამაგიეროდ ასეტი ადამიანი ყველაზე მეტად იტანჯება ავადმყოფობისაგან და ყველაზე მეტად იმოკლებს თავის სიცოცხლეს, ცრუ ადამიანი ცრუობს, რომ მას დაუჯერონ და ამთავრებს მით, რომ მას მაშინაც არ უჯერებენ, ორდესაც ის მართალსა ამბობს. ამაყი ცდილობს, რომ ყველაზე მაღლა იდგეს, და როგორ ხშირად ყველაზე დაბლა ეშვება! ხმლის ხელში ამღები, ხმლითვე დამარცხდება, ქრისტეს მიერ საყვარელნო! სწორია და მისაღები სიტყვა: ვინც მოყვასს სამარეს უთხრის, იმაში თვითვე ჩავარდება (იგავთ. 27), ვინც რითაც დააშავებს, ის მითვე დაისჯება. ამაზე მეტი უბედურება არაფერი არაა, როგორც ცოდვა არის. გეშინოდეს ყველაზე მეტად ცოდვისა. უფალი ყოველგან არს. როგორც მისი მადლითა და მოწყალებით. დგას, ხოლო ამპარტავან და ამაყის გულთან წყრომით. ნუ დავიოვიწყებთ ღვთის სიტყვას, რომ მხოლოდ მართალთა მოდგმა იქნება კურთხეული და ნათესავი მისი დაიმკვიდრებს ქვეყანას (ფს. 3, 2). ამინ.
 
თემატური კითხვები
0