ავტორი:
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
თემა:
სიკვდილი
სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ
სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი, აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება, თუ მარადიული სიკვდილი. სხეულიდან გასვლის შემდეგ ყოველი ქრისტიანის სულს ელოდება ღვთის პირუთვნელი სამსჯავრო; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „... წინა–უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9, 27).
|