ეჭვი არაა, რომ წმინდანები ნამდვილად ეცხადებიან მართლებს გარდაცვალების დროს, როგორც ეს წმინდანთა

ეჭვი არაა, რომ წმინდანები ნამდვილად ეცხადებიან მართლებს გარდაცვალების დროს, როგორც ეს წმინდანთა მრავალ ცხოვრებაშია აღწერილი. ხოლო ჩვეულებრივ ცოდვილებს ხშირად ეცხადებიან ახლობლები ან „ღმერთები“, იმის შესაბამისად, თუ ვის ნახვას ელიან და ვისთან შესახვედრად არიან ისინი მზად. ამ უკანასკნელი მოვლენების ზუსტი ბუნების განსაზღვრა ალბათ ძნელიცაა. უეჭველია, რომ ეს არ არის ჰალუცინაციები, არამედ გარდაცვალების განცდის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც მომაკვდავისთვის ნიშანივითაა – რომ იგი ახალი სამყაროს მიჯნაზე იმყოფება, სადაც მატერიალური რეალობის ჩვეული კანონები უკვე აღარ მოქმედებენ. ამ მდგომარეობაში ექსტრაორდინარული არაფერია; როგორც ჩანს, იგი უცვლელია ყველა დროის, ადგილისა და რელიგიისათვის.
 
0