
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას
ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მოტყუება სამედიცინო ეთიკის, უფრო სწორად ეტიკეტის დაუწერელ კანონად იქცა. ამ დროს კი ადამიანის სულს მოუნანიებელი ცოდვები ტანჯავენ, თუნდაც ის ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ სინანული და წმ. საიდუმლოსთან ზიარება სიმშვიდეს მიანიჭებს, მისცემს კურნებას, ან ძალ–ღონეს, რათა ღირსეულად, ღვთისადმი მორჩილებით შეეგებოს სიკვდილს. ავადმყოებთან მღვდელს ხშირად მაშინ ეძახიან, როცა ის გონებას კარგავს და ზიარების მიღება აღარ შეუძლია!
|