
ავტორი:
წმ. გრიგოლ პალამა
თემა:
სიკვდილი
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: „... რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთ“ (დაბად. 2.17). რამეთუ მაშინ სწორედ ადამის სული ეწია სიკვდილს, რადგან საღმრთო მცნების დარღვევის გამო იგი ღმერთს განეშორა და მის წმიდა სულს მოაკლდა. სხეულით კი იგი კვლავაც განაგრძობდა ცხოვრებას ამქვეყნად კიდევ 930 წლის განმავლობაში! და ამ სულიერმა სიკვდილმა მხოლოდ სული კი არ გახადა ასეთი, არამედ სხეულიც ადამისა გახრწნას დაუქვემდებარა, მრავალ სნეულებასა და ვნებას სწია, ბოლოს კი სიკვდილიც – მიწად მიქცევა გახადა მისი ხვედრი... და თუკი მომავალი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისას, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, მართალმორწმუნეებთან ერთად უსჯულოთა და შეუნანებელ ცოდვილთა სხეულებიც აღდგებიან მკვდრეთით, ეს მხოლოდ იმისთვის მოხდება, რომ ისინი მეორე სიკვდილს ეწიონ, ამჯერად უკვე საბოლოოსა და მარადიულს, ანუ დაუსრულებელ, უკუნ წყვდიადს, საუკუნო ტანჯვას, გეჰენიის დაუშრეტელ ცეცხლს და კბილთა ღრჭენას, როგორც ამას წმიდა წინასწარმეტყველი იტყვის: „და დაიწვნენ უსჯულონი და ცოდვილნი ერთბაშად, და არა იყოს დამშრეტელ“ (ესაია 1, 31)... ამრიგად, სწორედ საღმრთო მცნებების არაღსრულება და დარღვევა არის ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისთვისაც და სხეულისთვისაც: იმ სიკვდილისაც, ქვეყნიური ცხოვრების ბოლოს რომ ეწევა ყველა ადამიანს, და იმისაც, იმქვეყნიურ ცხოვრებაში რომ მოელით შეუნანებელ ცოდვილებსა და უკეთურებს
|