
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
სიკვდილი
ჩვენი მიწერი ცხოვრება მომავალ ცხოვრებაში ნეგატივივით გამჟღავნდება: ცრემლი სიხარულად იქცევა, მიწერი
ჩვენი მიწერი ცხოვრება მომავალ ცხოვრებაში ნეგატივივით გამჟღავნდება: ცრემლი სიხარულად იქცევა, მიწერი სიამენი – მწუხარებად, თავმდაბლობა – დიდებად, სიამაყე – დაცემად, სიმდიდრე – სიღატაკედ, სიღარიბე – სიმდიდრედ, სულიერი სიგლახაკე – სიბრძნედ, მიწერი სიბრძნე – სულიერ სიბნელედ; ის ვინც მიწაზე ყველას მსახური იყო პირველი გახდება, ვინც პირველობასა და ძალაუფლებას ესწრაფვოდა – ბოლო შეიქნება. ქრისტეს ჯვარი, რომელსაც სოფელი სიგიჟედ თვლიდა და თვლის, დიდების ტახტად წარმოჩნდება, ვნებებითა და ამპარტავნებით ნაშობი ქვეყნიური სული – სამგლოვიარო სამოსად. სიკვდილის წამს ადამიანი დაინახავს, რომ ქრისტეს მცნებებისა და მისი წინადაუსაბამო სახელის გარდა, ყველაფერი სიცრუეა, ამიტომ სიკვდილი გახდება მისი დაბადება ან საუკუნო ცხოვრებაში, ან საუკუნო სიკვდილში.
|