თემა: ჯოჯოხეთი

ვაი, ცოდვილნო! თუცა სზარელსა სამყოფსა შინა შთახვალთ, ცად აღსვლა, ანგელოზთა თანა ყოფნა და ღმრთაების

ვაი, ცოდვილნო! თუცა სზარელსა სამყოფსა შინა შთახვალთ, ცად აღსვლა, ანგელოზთა თანა ყოფნა და ღმრთაების ხილვა არღარაოდეს გეღირსებათ და დაწყებულნი სულნი ჯოჯოხეთისა სიმყრალესა, ბნელსა წყვდიადსა, მოუთმენელთა კვამლთა და მყინვართა კბილთა ღრჭენითა დაემკვიდრებიან.
    ვითარ გულისხმა იყოფების კაცთა მიერ, თუ ვითარ საზარელ არს საუკუნოის ჯოჯოხეთისა ალი, შემწველი ცეცხლი და რისხვა ღმრთისა უკუნითი უკუნისამდე? ჯოჯოხეთი მოტყინარე, მხეცნი საშინელნი, ეშმაკნი უწყალონი, განსაკვირვებელნი არიან, წყეულნი სულნი ვითარ თავს იდებენ მუნ მათ თანა ყოფასა, მას მოუთმენელსა სატანჯველსა საუკუნოდ? ეშმაკნი მძვინვარენი, ვითარცა ძაღლნი განცოფებულნი, გლეჯენ სულთა მათ, მრავლითა სხვითა და სხვითა სატანჯველითა სტანჯვენ. იგონებდნენ, რაოდენთა წელთა თანა გაცთ ტანჯვა უკუნითი უკუნისამდე! და ვიდრე ღმერთი ღმერთი არს, ვერაოდეს გამოხვალთ ჯოჯოხეთით. ვიდრემდის ღმერთი ღმერთი არს, მათ მოუთმენელთა სატანჯველთა შინა იქმნებით.
    ვაიმე, რად განუმზადებთ ესეთთა დაუსრულებელთა სატანჯველთა თავთა თქვენთა, კაცნო ცოდვილნო, მეგობარნო ბოროტნო, ძვირის მოქმედნო, მეძავნო, უძღებნო, მემთვრალენო და მექრთამენო?
    და თქვენცა, დედაკაცნო, რომელნიცა ამპარტავან ხართ და ურწმუნო და ეკლესიასა შინა სდგახართ და არა ისმენთ საღმრთოთა სწავლათა და აღსარებასა სირცხვილითა არა აღიარებთ და ცოდვათა თქვენთა დაჰფარავთ, თქვენთვის განმზადებულ არიან, ჰოი, ესევითარნი სატანჯველნი.
 
0