ავტორი:
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
თემა:
ეკლესია
ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს
ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს მათ, მხოლოდ ბოროტებისთვის იცხოვრონ და იმოქმედონ. ნუთუ ვისმეს არ სმენია ბოროტმოწადინეობითი ცნობები: „ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სხვა საჯაროდ შეურაცხყვეს, მესამე აბუჩად აიგდეს“... და მსგავს ცნობებსაც საზოგადოება ისეთივე მომწამვლელი სიტკბოებით ეწაფება, როგორც ლოთი – ღვინოს. სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველივე ეს?
როდესაც აშკარა უსამართლობას ვისმენთ, ვამბობთ ხოლმე: ღმერთი არ დაუშვებს!“ მაგრამ თუკი გვაქვს უფლება რაიმეზე ვთქვათ ამგვარად, ყველაზე მეტად ეკლესიაზე, რადგან ეკლესია ღვთითაა დაწესებული. ქრისტემ იმდენად შეიყვარა ეკლესია, რომ „თავი თვისი დასდვა მისთვის“, და განა შესაძლებელია, რომ მან იგი ოდესმე დატოვოს? – შეუძლებელია! რამეთუ თვით იგი ეტყვის ეკლესიას მოციქულთა სახით: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ და უწინასწარმეტყველა, რომ ყოვლადწმიდა და სამოციქულო ეკლესია დასასრულამდე იარსებებს და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16, 18).
|