წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ეკლესია

ეკლესია იმისთვის კი არ არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ ან ვერცხლს სჭედავდნენ, –

ეკლესია იმისთვის კი არ არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ ან ვერცხლს სჭედავდნენ, – ეკლესია ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოა. ამიტომაც ძღვნად მისთვის სულებს მოვითხოვთ, რამეთუ სწორედ სულთა გამო მიიღებს ღმერთი სხვა ძღვენსაც. ვერცხლის ტრაპეზი როდი იყო მაშინ (უფლის საიდუმლო სერობაზე) და ოქროს სასმისებით როდი აწვდიდა იესო ქრისტე სასუმელს – ღვინოს, ანუ თავის უწმიდეს სისხლს მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, ყოველივე აქ ძალზე ძვირფასი იყო და უაღრეს მოწიწებასაც ჰბადებდა, რადგან სულიწმიდით იყო აღსავსე.
 
თემატური კითხვები
0