
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
ეკლესია
ეკლესიას სხვდასხვანაირი ადამიანები სჭირდება, ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც,
ეკლესიას სხვდასხვანაირი ადამიანები სჭირდება, ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება – ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიის სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ – ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად, მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ხასიათი აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.
|