თემა: ეკლესია

ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უღირს, სუსტ, უშნო ადამიანებს და შეგვიძლია დავინახოთ სრულყოფილი

ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უღირს, სუსტ, უშნო ადამიანებს და შეგვიძლია დავინახოთ სრულყოფილი ადამიანი ქრისტეს პიროვნებაში. დავინახოთ ის, როგორც სრულქმნილება და შევიცნოთ როგორც ღმერთი ჩვენი და უფალი ჩვენი. ეს შეგვიძლია იმიტომ, რომ სულიწმიდა გარდამოვიდა დედამიწაზე და აგვიხილა თვალი. ის ნუგეშისმცემელია, ის სიმტკიცეა, ის სიხარულია, ის ჩვენში თითქოსდა ჩვენს ქრისტესთან მსგავსებას, ჩვენს ღვთიურ სახეს გვანახებს. ესაა ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე სიღრმისეული საიდუმლო.
 
თემატური კითხვები
0