ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? –

ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? – მტერი ეკლესიისა. ვინაა მტერი ესე, ეგოდენ თავხედი, ღმერთთან ბრძოლას რომ ბედავს, და იმდენად ძლიერი, რომ ერთი შეხედვით, წარმატებაც კი აქვს ამ ბრძოლაში?! ღვთის თქმულისაებრ, „მტერი ესე ეშმაკი არს“. რა ესაქმება ეშმაკს ეკლესიასთან? იგივე, რაც ბოროტმოქმედს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ბილიკზე კეთილ ადამიანებთან, – სხვისი ჩათრევის ავისმოსურნე სურვილი წარწყმედაში, ბოროტმოხარული დაცინვა მსხვერპლის უბრალოებასა და სისუსტეზე. ბოროტი ბუნებრივად ბოროტს თანაუგრძნობს, ხოლო კეთილისაგან პირს იქცევს და ამიტომაც სდევნის და აცთუნებს მას. ბოროტსა და უზნეოს სურს, ყველა თავისნაირი იხილოს, – არა მარტო ღვთის სასუფეველიდან გარდამოთხეული, არამედ ღვთის წინააღმდეგ ამხედრებული... სწორედ აქ დაიწყო ბრძოლა... სუსტ ადამიანს ბოროტმოქმედი სისუსტეებით ესხმის თავს, ძლიერს ვნებებით, გონიერს ცთომილებებით, სულელს სიჯიუტით, მართალს სამარცხვინო ოცნებებით, დასაქმებულს უსულგულობით, სწავლულს ურწმუნოებით, უმეცარს ცრურწმენებით, პატიოსანს თავმოყვარეობით, ჩვენი ცხოვრების მოუწყობლობის პირველწყაროთი; ოჯახებს შვილების მშობლებთან განხეთქილებით, მთელ საზოგადოებას – სიახლეებისადმი ჟინით, დაუმორჩილებლობით, თავკერძა ანგარებით, მეგობართმოძულეობით, არამართლმსაჯულებით, განხეთქილებებითა და ჯანყით; მთელ კაცობრიობას – სიკეთისათვის სასარგებლო ღვაწლისადმი, ღვთისმოსაობისადმი, ღვთისმსახურებისადმი, საღვთო მოძღვრებისადმი ზურგშექცევით, – ერთი სიტყვით, ამსოფლიურისადმი მიჯაჭვულობითა და ღვთისადმი გულის გაციებით. განა ამითვე გარეშეცვლილად არ ვხედავთ დღეს ქრისტეს წმინდა ეკლესიას?
 
თემატური კითხვები
6