
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: მდუმარება
წრფელი გრძნობა უტყვია.სიტყვების მეშვეობით ამოხეთქავს უფრო მეტად ეგოისტური გრძნობები ეძიებენ,რათა გამოთქვან ის,რაც ჩვენს პატივმოყვარეობას ეამება,და რაც ჩვენის აზრით უკეთესად წარმოგვაჩენს.მრავალსიტყვაობა,უმრავლეს შემთხვევაში,საკუთარ თავზე რამდენადმე ამპარტავნული წარმოდგენიდან მომდინარეობს,რომლის მიხედვითაც წარმოვიდგენთ,რომ ფრიად მცოდნენი ვართ და ჩვენი აზრი საუბრის საგანზე ყოვლად დამაკმაყოფილებელია,დაუოკებელ იძულებას ვგრძნობთ გამოვიდეთ სიტყვით და ხშირი გამეორებით ჩავბეჭდოთ იგი სხვების გულებშიც,თავს მოვახვიოთ მათ ჩვენი მასწავლებლობა ,რაც არავის უთხოვია.