
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: მდუმარება
ნათქვამი იმ შემთხვევებს ეხება,როდესაც საუბრის საგანი მეტ-ნაკლებად იმსახურებს ყურადღებას.უმრავლეს შემთხვევაში მრავალსიტყვაობა ფუჭსიტყაობის ტოლფასია.ასეთ შემთხვევაშიც სიტყვები არ მოგვეპოვება იმის საჩვენებლად,თუ რამდენი ვნების მოტანა შეუძლია ამ მავნე ჩვევას და საერთოდ,მრავალსიტყვაობა აღებს გულის კარს,საიდანაც მყისვე გამოდის,კეთილკრძალულებით მოგროვილი გულის სითბო,კიდევ უფრო უკეთესად აკეთებს ამას ფუჭსიტყვაობა.მრავალსიტყვაობით ყურადღებას მოწყვეტ საკუთარ თავს და ამ დროს უყურადღებოდ მიტოვებულ გულში ჩვეულებრივ შეპარვას იწყებენ ვნებისმიერი გრძნობები და სურვილები,ზოგჯერ კი ისეთი წარმატებითაც,რომ როდესაც ფუჯსიტყვაობას დაასრულებ გულში არა თუ თანხმობა,მზადყოფნაც გექნება ცოდვით დაცემისთვის.ფუჭმეტყველება კარია განკითხვისა და ცილისწამებისათვის ავრცელებს ცრუ ამბებსა და ზრახვებს,თესავს განხეთქილებასა და უთანხმოებას,აქვეითებს გონებრივი შრომის უნარს და თითქმის ყოველთვის გვევლინება უმეცრების საფარად.მრავალსიტყვაობის შემდეგ,როდესაც თვითკმაყოფილების ბურუსი გაიფანტება,ყოველთვის რჩება ერთგვარი მოწყენილობისა და სიზანტის შეგრძნება.განა ეს იმის დასტური არ არის რომ სული თავს განძარცულად აღიარებს?