წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
მორჩილება
სიტყვა მეორე მორჩილების შესახებ
სიტყვა მეორე მორჩილების შესახებ
იესო ქრისტეს მაგალითით, რომელმაც ასე დაიმდაბლა თავი, შევიცნობთ იმ დიდებულებას, რაც მორჩილებაში იფარება. მორჩილება არა მხოლოდ მოძღვრის, არამედ უფლის ყოველი მცნების მორჩილებას ნიშნავს. აქ მოძღვარი ბრძანებს, უპირველესად კი, ღმერთი ბრძანებს მცნებებით: „ჰყავ ესე“. თუკი ადამიანი მორჩილებას აღასრულებს, თავისი მორჩილების ნაყოფსაც მოიმკის.
იესო ქრისტემ ზეციერი მამის მორჩილებით დაიმდაბლა თავი. მან, როგორც ადამიანმა, მორჩილება აღასრულა, რათა ჩვენთვის სიმდაბლის უმაღლესი სათნოება ესწავლებინა, რადგან სიმდაბლის გარეშე არავის ძალუძს უფალთან მიახლება.
სამოთხეში ყოფნისას ადამი და ევა ბედნიერები იყვნენ, რადგან მორჩილებდნენ და აღასრულებდნენ ღვთის მცნებას, არ ეჭამათ აკრძალული ნაყოფი. ისინი სხვა ქმნილებათა ბატონ-პატრონნი იყვნენ, ყველაფერზე მეუფებდნენ, ხარობდნენ, განიცდიდნენ და ხედავდნენ უფალს. ძალზედ ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ. ღვთის მფარველობით ცხოვრობდნენ. მათ არავინ აწუხებდა, არავინ განსჯიდა. შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე თავისუფლად დააბიჯებდნენ სამოთხეში. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის წინაშე არანაირი ცოდვით არ იყვნენ დაცემულნი.
შემდეგ, როდესაც თავისუფლება ბოროტად გამოიყენეს და, როგორც თავისუფლებმა, მცნების დარღვევა მოისურვეს, დაარღვიეს კიდეც და შესცოდეს ღვთის წინაშე.
შესცოდეს თუ არა, მათში სინდისის ქენჯნამ იფეთქა. დაცემისთანავე ამოქმედდა სინდისი, რომელიც აშფოთებდა და ტანჯავდა მათ სულებს. ცხადია, სინდისის ქენჯნა მცნების დარღვევისა და ცოდვის შედეგი იყო.
მცნების დარღვევის შემდეგ პირველი ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისაი, მავალისა სამოთხესა შინა“ (დაბ. 3, 8), – ამბობს წმინდა წერილი, – შეეშინდათ და დაიმალნენ. ადრე, როცა ღვთის წინაშე ბრალი არ ჰქონდათ, რატომ არ ეშინოდათ მისი? განა ღმერთი სამოთხეში მაშინ პირველად გამოჩნდა? ნუთუ როცა მცნება დაარღვიეს, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა მათ? უფალი ხომ ადამსა და ევას, როგორც საკუთარ შვილებს, ხშირად ნახულობდა და სამოთხეშიც დააბიჯებდა? ოღონდ ადრე მისი არ ეშინოდათ, რადგან უშფოთველი და მშვიდი სინდისი არაფერში ამხელდათ და თვითონაც მშვიდობით ცხოვრობდნენ.
და აი, სამოთხეში მომავალ უფალს ორივე დაემალა, რადგან შეეშინდათ მისი.
უფალი ღმერთი ეუბნება მათ:
– ადამ და ევა, სად ხართ? სად იმალებით?
ახლა რა პასუხს გასცემენ უფალს?
– ადამ, რატომ მემალები?
– შემეშინდა, – მიუგებს ადამი, – გავიგე, როგორ დააბიჯებდი სამოთხეში და შემეშინდა.
– რატომ შიშობ? ნუთუ მამის, შემოქმედისა და მწყალობლის გეშინია? ჩემი გეშინია, ვინც უსაზღვრო ღვთაებრივი სიყვარულის გამო მთელი სამოთხე გიბოძე? ჩემი მოახლოების გეშინია? გიახლოვდება ბედნიერება, გიახლოვდება წყარო ცხოვრებისა, სიხარულისა და მშვიდობისა, შენ კი გეშინია?
– ჰო, – ამბობს ადამი, – მეშინია, რადგან ვცოდე. მაგრამ დამნაშავე მე არ ვარ. ევამ, დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მაიძულა და მიბიძგა, მცნება დამერღვია და აკრძალული ხის ნაყოფი მეჭამა.
– ევა, – მიმართა უფალმა, – რატომ აცდუნე შენი ქმარი და რატომ იგემე აკრძალული ნაყოფი?
– მე არ ვარ დამნაშავე, – მიუგო ევამ, – გველმა, რომელიც, ცხადია, შენ შექმენი და აქ, სამოთხეში გვყავდა, მითხრა, ეს ნაყოფი მეჭამა და თუკი შევჭამდი, გავხდებოდი „ვითარცა ღმერთი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (დაბ. 3, 5).
ნახეთ, მაშინვე ქედმაღლობა და შეპასუხება. გულსა და გონებაში წინააღმდეგობა ქედმაღლობის შედეგია; შეპასუხებით ღმერთს უპირისპირდება და პასუხისმგებლობას ირიბად მას აკისრებს.
ჰოდა, რადგან უფალს არც სინანული უჩვენეს და არც შენდობა ითხოვეს, ღმერთმა დაუყოვნებლივ მათი განდევნა ბრძანა.
ღმერთსა და პირველქმნილთა შორის გამართული ეს დიალოგი ძვირფასი რჩევა-დარიგება და სწავლებაა იმის შესახებ, რომ უფალი მცნების დამრღვევ ადამიანს მაშინვე არ ტოვებს და არ განსჯის, არამედ უახლოვდება მას. მაგრამ როგორ უახლოვდება? ადამიანს არ ესმის მისი ნაბიჯის ხმა ისე, როგორც ადამს ესმოდა! თუმცა მე ძალიან მკაფიოდ მესმის, როგორ მამხელს და მეუბნება: „აქ ცუდად მოიქეცი", „იქ სწორი ნაბიჯი არ გადადგი“, „რატომ აკეთებ ამას?“... უფალი ჩვენი სინდისის ხმით მოგვიწოდებს: „შეინანე, ადამიანი ხარ“.
ადამიანი უნებისყოფო, სუსტი, მერყევი და ცვალებადია. ის იოლად ეცემა. უფალმა ეს იცის, რადგან მან შეგქმნა, მან გაქცია ადამიანად. მაგრამ, ამავე დროს, სინანულის ნიჭიც მოგცა და წამოდგომის ძალასაც გიბოძებს. რატომ არ იქცევი ასე? როცა უფალი სინდისით გამხელს და წმინდა წერილით მოგიწოდებს შეინანო, შენ კი უარს ამბობ, მაშინ განკითხვა და სასჯელი იწყება.
ახლა ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდეთ. აქაც იმავეს დავინახავთ: სანამ ადამიანი მორჩილებას აღასრულებს, ბედნიერად ცხოვრობს. მას სრულიად არ ქენჯნის, არ აწუხებს, არ აშფოთებს სინდისი.
ცუდ მორჩილს სინდისი ამხელს: „ცუდად მოიქეცი“. ეგოიზმი კი თავისას გაიძახის: „არა“. კვლავ უმეორებს სინდისი: „ვალდებული ხარ მოინანიო", – და ასე, ერთი შფოთი და ბრძოლაა გამართული. სინდისი ადამიანის სულს ამხელს.
კარგი მორჩილისთვის კი შფოთისა და მხილების ამგვარი მდგომარეობა უცხოა. ის მომავალ საუკუნეში, საყოველთაო აღდგომის შემდეგ სამოთხეში დაბრუნების ნათელი იმედით მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობს.
ახლა ყველანი ერთ კინოვიოში ვართ. კინოვიო გარკვეული წეს-განგებისა და კანონის, დისციპლინის, სწავლებისა და მორჩილების ქვეშ იმყოფება. როცა მორჩილი წესგანგებას, სწავლებას და როგორც ღვთის, ისე მოძღვრის მცნებას კარგად არ იცავს, მას შინაგანად სინდისი ამხელს.
მამები ისეთ სიზუსტეს იცავდნენ მორჩილებაში, რომ იმასაც კი კითხულობდნენ: „ათ ყლუპ წყალს რომ ვსვამ, სწორად ვიქცევი?" ამ სწავლებით, რჩევა-დარიგებით და მოწოდებით რისი თქმა სურთ მამებს ჩვენთვის? სურთ გვასწავლონ, თუ როგორი სიზუსტით უნდა აღვასრულოთ სულიერი მამის რჩევა და მითითება.
მამები იმასაც გვეუბნებიან, რომ დასაცინი ვხდებით, როცა მშობლების, ერისა და თავისუფლების დამტოვებელნი თავს საქვეყნოდ ვიმასხარავებთ ღვთის, ანგელოზებისა და ეშმაკების წინაშე, როცა გვხედავენ, რომ ერთმანეთს ნემსის, ძაფის თუ სხვა წვრილმანის გამო წავეკიდებით.
უფალს თავის უარყოფა აღვუთქვით. რას ნიშნავს თავის უარყოფა? ნიშნავს ვნებებისა და ყველა ჩვენი სურვილის უარყოფას. როცა ჩვენს ნებაზე დავდივართ, როცა კურთხევის გარეშე საკუთარ თავს სათნოვეყოფით და ვემსახურებით, განა მორჩილებას ვიცავთ?
თუ უფალს ერთი უქმი სიტყვისთვისაც კი პასუხი უნდა მივცეთ (მათ. 12, 36), განა საკუთარი ერთი ნება-სურვილისთვის პასუხს არ ვაგებთ?
როცა მონაზვნები გავხდით, თავის უარყოფის და სიკვდილამდე მორჩილების აღთქმა დავდეთ. მაშ, როგორღა გავიმართლებთ თავს, როცა უმაღლესი მორჩილის, მშვიდი და მდაბალი იესოს წინაშე წარვდგებით, როცა ჯვარცმის ჭრილობებს გვაჩვენებს და გვეტყვის: „აი, იხილე, თუ როგორ ვემორჩილებოდი ჩემს ზეციერ მამას და როგორ მოვიკვეთე ნება არა ნემსის თუ ძაფის, ან სხვა რაიმე უბრალო განკარგულების გამო, არამედ მოვიკვეთე ნება სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე“.
თუ ჩვენს ნებაზე სიარულის გამო გვამხელენ, მაშინვე თავდაყირა ვდგებით და ჩვენ შიგნით ბრძოლა იმართება. თუკი ჩვენი ნება-სურვილის განხორციელებას რაიმე დააბრკოლებს, მაშინ ჩვენში საშინელი ამბოხი იწყება.
ვხედავთ ქრისტეს, რომელიც ბრძანებას იღებს და ამბობს: „თუკი შესაძლებელია, ამარიდე ეს წუთი, ამარიდე ეს ფიალა; ადამიანის გადარჩენა სხვაგვარად მოხდეს“ (მათ. 26, 39), და მამის პასუხი: „არა, ჯვრისა და გოლგოთის გზას უნდა შეუდგე“. – „იყავნ ნებაი შენი“ (მათ. 26, 42). ასე რომ, ყური მივუგდოთ ჩვენს სინდისს და მოძღვრისგან დაუკითხავად ნურაფერს მოვიმოქმედებთ. რადგან, მართალია, დღეს საკუთარ ნებაზე დავდივართ, დღეს საკუთარ თავს სათნოვეყოფით, დღეს საკუთარ გულის წადილს ვისრულებთ, დღეს კმაყოფილნი ვართ ამით, მაგრამ მოვა დრო, დადგება წუთი, როცა რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მთელი განვლილი ცხოვრება გაგვახსენდება, სინანულისა და გამოსწორებისთვის დროს მოვითხოვთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იქნება! დაე, ახლა, როცა გამოსწორება შეგვიძლია, გამოვსწორდეთ. დაე, კურთხევის გარეშე ნურაფერს გავაკეთებთ.
გერონტიკონში წერია, რომ ერთ დედათა მონასტერში მონაზონმა ბოსტანში კურთხევის გარეშე სალათის ფურცელი შეჭამა და მასში ეშმაკი შევიდა. მაშინვე მისი ქცევა ეშმაკეულისა გახდა. დასახმარებლად მოძღვარს უხმეს. ბერმა შერისხა ეშმაკი და ჰკითხა: „რატომ შეხვედი ამ მონაზონში?“ – „რა ჩემი ბრალია, – პასუხობს ეშმაკი, – სალათის ფურცელზე ვიჯექი, მან კი შემჭამა!“
ამ მონაზონში ფიზიკურად შევიდა ეშმაკი. მაგრამ ის ჩვენში სხვაგვარად შემოდის, როცა საკუთარ ნებას აღვასრულებთ, საკუთარი სურვილებით ვცხოვრობთ და უგულებელვყოფთ დანაშაულის გრძნობას, რომელიც ამ დროს ჩნდება; მაშინ ეშმაკი ჩვენზე ბატონობას იწყებს, ძალაუფლებას მოიპოვებს და მუდმივად გვიბიძგებს ცოდვისკენ. შემდეგ ეს ჩვევად გვექცევა და უარესია, რადგან იმ ეშმაკმა თავი გამოააშკარავა, საბოლოოდ კი ბერის ლოცვით განიდევნა და მონაზონი განიკურნა. ხოლო როცა დაცემა მუდმივ ხასიათს იძენს, ბოროტი ჩვენთან რჩება და ეს მდგომარეობა სწორედ ამიტომ არის უარესი.
მამები ამბობენ: „ადამიანისგან ეშმაკის განდევნა დიდი არაფერია. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუკი ერთი დემონური ვნების ამოძირკვას შევძლებთ“. წმინდანს ეშმაკის განდევნა შეუძლია, მაგრამ ვნებისგან გათავისუფლებას პირადი ბრძოლა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ამაოზე ნუ ვიზრუნებთ, დროს ნუ დავკარგავთ, რათა არ მოვიხიბლოთ იმ ფიქრით, რომ მონაზვნური ცხოვრების გზას ვადგავართ და მორჩილებაში ვიმყოფებით, სინამდვილეში კი თვითკმაყოფილებით ვტკბებით და მცნების დამრღვევნი ვართ. იქნებ გულისსიტყვა, ან უფრო ჩვენი თავდაჯერებულობა გვაცდუნებს, როცა ვფიქრობთ: „ეს არაფერია“, „ამას არა უშავს“, „იმასაც თუ გავაკეთებ, რა მოხდა მერე“... სინამდვილეში, ეს საღვთო სჯულის დარღვევაა; და მიუხედავად იმისა, რომ საღვთო სჯულს თავისუფლად ვეპყრობით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ურყევია, უცვლელი, მტკიცე და განკითხვის დღეს სრულად ამოქმედდება!

|