სინდისის შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
სინდისის შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
1. ნუ უგულებელვყოფთ სინდისს, რომელიც კეთილად გვმოძღვრავს. ის ჩვენში დანერგილი კანონია, რომელიც კომპასივით მოგვეცა, სწორი და მაცხონებელი გზა რომ გვიჩვენოს.
არსებობს კეთილი სინდისი და მზაკვარი სინდისი. კეთილია, როცა საღვთო სჯულზე დაყრდნობით მაცხონებელ რჩევებს გვაძლევს, მზაკვარი კი ეშმაკის ხმაა, რომელიც თვითკმაყოფილებისა და ეგოიზმის გამო ცდილობს მცდარი და დამახინჯებული რჩევა-დარიგებები მოგვაწოდოს! რომ შეიცნო და ისწავლო, თუ როგორ გაარჩიო ერთი სინდისი მეორისგან, გულისსიტყვები უნდა აღიარო და სულიერ წინამძღოლს დაემორჩილო, ის განსჯის და ნათელს მოჰფენს, თუ რომელი გულისსიტყვაა კეთილი სინდისისგან და რომელი – მზაკვრისგან და ისე ჩასწვდები ამის არსს, რომ მომავალში მათ გარჩევას თვითონაც შეძლებ.
2. სინდისს გაუფრთხილდი; საქმეში გულწრფელი იყავი, ისე კი არა, რომ ენა ერთს ამბობდეს და გული სხვას; სიმართლე გიყვარდეს. სინდისის მხილების გეშინოდეს. შინაგანი ადამიანი გამოასწორე, რომ ბოლოს ფუჭად არ ინანო. აი, ასე. ღმერთი იყოს შენთან და სულიწმიდის მადლმა განგამტკიცოს, რომ ეს დარიგებები გამოიყენო.
|
|