მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
ნუ იტყვი: „მტერს საზღაურს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული.
არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი... იხილეთ სრულად
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთ... იხილეთ სრულად
მშვიდობა ვნებებისგან გათავისუფლებაა, რომლის მიღწევაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე შეუძლებელია.
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? ... იხილეთ სრულად
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ... იხილეთ სრულად
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დი... იხილეთ სრულად
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვი... იხილეთ სრულად
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის ... იხილეთ სრულად
611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34)