ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.
დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და ...
იხილეთ სრულად
დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი მადლი უფლისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მხოლოდ მასში პოვებს ადამის მოდგმა დაკარგულ მთლიანობას.
როცა ვუყურებთ წინააღმდეგობებით სავსე ჩვენს აწმყოს და ვცდილობთ დავინახოთ არცთუ ისე დიდი იმედის მომცემი ხვალინდელი დღე, აშკარად იგრძნობა, რომ თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მ...
იხილეთ სრულად
როცა ვუყურებთ წინააღმდეგობებით სავსე ჩვენს აწმყოს და ვცდილობთ დავინახოთ არცთუ ისე დიდი იმედის მომცემი ხვალინდელი დღე, აშკარად იგრძნობა, რომ თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მსოფლიო დადგება გაუთვალისწინებელი, საბედისწერო კატაკლიზმების წინაშე.
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოვ...
იხილეთ სრულად
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.
მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი: "დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცე...
იხილეთ სრულად
მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი:"დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. გიხაროდეთ სასოებით, მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. შეეწიეთ წმინდათა გასაჭირს: სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. აკურთხეთ თქვენი მდ...
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყვე...
იხილეთ სრულად
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყველაფერს რაც ჰქონდა. ერთხელ ერთმა ახლობელმა უთხრა: მეფეო, თქვენთვის აღარაფერია, რომ დაიტოვოთო. ალექსანდრემ უპასუხა: მე დამრჩა ყველაზე დიდი რამ - იმედი.