ურთიერთგაგება ურთიერთგამდიდრებას, ურთიერთშეძენას გულისხმობს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, უნდა გამოვამჟღავნოთ ურთიერთაღქმის უნარი, ფართოდ უნდა გავაღოთ ჩვენი გულის კარი, უნდა გავხსნათ ერთმანეთისთვის ჩვენი შინაგანი სამყარო.
ადამიანები კი უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც მუდამ თან სდევს უბედურება.
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტრე 1,5-7). ჭეშმარიტი ...
იხილეთ სრულად
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტრე 1,5-7). ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ამ გზით მოიპოვება.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე: „დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!“