ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაც...
იხილეთ სრულად
ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე.
თუ გვინდა წინსვლა, უნდა ვიცოდეთ, რა სურს ჩვენგან უფალს, როგორია მისი მაღალი ნება. მთავარია, არ დავუპირისპირდეთ განმწმედელ და გადამრჩენელ სურვილს უფლისას; ყოველივე მივიღოთ სიმშვიდით და მუდამ ვმადლობდეთ მას.
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი,...
იხილეთ სრულად
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი, რითაც თითოეული ჩვენგანი არის დაჯილდოებული. მშვენივრად ამბობს ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი: "მხოლოდ საკუთარი თავისგან განთავისუფლებულმა ადამიანმა შეიძლება დაიბრუნოს თავისი თავი". უნდა როგორმე მოვიხსნათ ჩვენი ამპარტავნები...
"შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3,2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ ამავე დროს არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ.
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე...
იხილეთ სრულად
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.