ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პ...
იხილეთ სრულად
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
link
ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ - ეს ქრისტიანული რელიგიის არსებითი მხარეა.
სადაც მტრობაა, მშვიდობა ვერ დაივანებს
მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრ...
იხილეთ სრულად
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრობლემასთან. დადგა ისეთი დრო, როცა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ძალის პოლიტიკაზე, სამხედრო მანქანის სრულყოფასა და გაძლიერებაზე, უნდა ეძებონ გზები ურთიერთთანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა.
link
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (ინ. 16, 22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრებას...
იხილეთ სრულად
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (ინ. 16, 22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრებას; უნდა ვეძიოთ და მოვიპოვოთ მშვიდობა; მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ.
link
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე,...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
link
ღვთის მშვიდობა დაკლულ კრავთან მომავალი ქორწინების წინდია. ოჰ, ღვთის მშვიდობავ, მოდი ჩემთანაც, მშფოთვარესთან, რომელმაც შენი მშვენიერება არ ვიცი! მოდი, რომ გამოაცოცხლო ჩემი უბადრუკი და ტანჯული სული!
ამაზე ფიქრით მშვიდობა მატულობს
მშვიდობა ღვთისა, ღვთის შვილების საკუთრებაა!