წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
არავინ, თვით უფალიც კი, ამაყ ადამიანს არ განსწავლის, არავის ანიჭებს სიამოვნებას ისეთი ადამიანის განსწავლა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის.
ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს.
რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს შეურაცხჰყოფ? ცოდვასთან ნაზიარები სათნოება ფასს კარგავს. ეს იგივეა, რძეში მწარე ნაღველი რომ გავურიოთ.
ამპარტავნება უგუნურების პირმშოა, დაბინდული გონების ნაყოფი, შედეგი დემონებთან მაცდური კავშირისა.
ამპარტავანნი სატანის მორჩილნი არიან, სხვებს ძარცვავენ და ქონებას განამრავლებენ, საკუთარ ძალაუფლებას განამტკიცებენ, განავრცობენ სახელმწიფო საზღვრებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კარგავენ და წუთისოფელს გაღატაკებული ტოვებენ.
ამპარტავანი მიწაზე დახოხავს და ამ დროს ჰგონია, რომ ცაში დაფრინავს, თავისი მუდმივი თვითკმაყოფილებით ღმერთსაც შეურაცხჰყოფს და ადამიანებსაც.
ვიდრე ადამიანი ღმერთს გონებით გამოიძიებს, იგი ვერ გაუმკლავდება დემონებს, მუდამ რომ დასცინიან ამაოდ ბრძნობას. მაგრამ საკმარისია ადამიანი ლოცვასა და მარხვას შეუდგეს, რომ იმავე დემონებს შიში შეიპყრობს. თუ ადამიანი ღმერთს გულწრფელი ლო... იხილეთ სრულად
ყველაზე უღირსი ადამიანიც კი ღმერთს ცხოვრებაში სამჯერ გაიხსენებს - როდესაც ხედავს მართალ ადამიანს, რომელიც მისი მიზეზით იტანჯება, როდესაც სხვისი მიზეზით თავად იტანჯება და როდესაც აღსასრულის ჟამი მოაწევს.